.,,ანჟელიკა"_
1) ცომი:-6 კვერცხის გული ავთქვიფოთ 300გრ შაქართან ერთად + ვანილი+გამდნარი კარაქი 300გრ.+ 1ჭიქა/ნახ მაწონი(ჭიქა 200გრამიანი)+1ჩ/კ სოდა-ძმრით და 4ჭ/ნახ ფქვილი(ჭიქა 200გრ) მასა გავყოთ 3 ტოლ ნაწილად . კალკაზე წავუსვათ ცხიმი და დავასხათ მასა.ცხვება დაბალ ცეცხლე. ეცადეთ არ გადახმეს ძალიან ცომი.. ___2) მოამზადეთ სიროფი: ნახ/ლიტრიანი ქილით ჩავყაროთ შაქარი ემალის ქვაბში + 100 გრ წყალი.ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ.როცა შაქარი გადნება და სიროფად იქცევა გადმოვდგათ და გადავწუროთ ორად გადაკეცილ დოლბანდში. ეს გვჭირდება ბეზესთვის.__3) ბეზე:_ 6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ.გაითვალისწინეთ ჯამი,რადგან ეს მასა ორთქლზე უნდა მოიშუშოს.დავდგათ წყლიან ქვაბზე და ძალიან ნელ-ნელა ბეზეში ვასხავთ სიროფს. .ბევრი არა ,რადგან სიროფი უნდა შეიშროს ბეზემ,თორემ მერე წყლად წავა ,როცა ბეზეს გავაგრილებთ. სიროფის ჩასხმა ხდება 45 წთ_ის განმავლობაში მუდმივი მორევით.__.4) საშუალი ზომის ლიმონი კანიანად გახეხილს ვუმატებთ გაგრილებულ ბეზეს._5) კ რ ე მ ი : მოხარშული 1 ქილა სგუშონი და 150გრ კარაქი კარგად ავთქვიფოთ+ ვანილი . __6) მინანქარი: 11 სუფ/კ შაქარი + 4 სუფ/კ კაკაო + 5სუფ/კ რძე და + 50გრ კარაქი მოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე. __7) აწყობა:პირველ ფენას კრემი.მეორე ფენას ბეზე და მესამე ფენას მინანქარი..მინანქარი თბილი დაასხით.💖გემრიელად მიირთვით💖(ამ ნამცხვრის ცომი ფქვილიანი ხელით ნაწილდება საცხობ ფირფიტაზე😘)