სახლში მომზადებული სოსისები,დანამატებისა და გემოს გამაძლიერებლების გარეშე
სოსისი ყველა ბავშვის საყვარელი საკვები
600 გრ ქათმის ფილე
1 ც ხახვი
1 ც კვერცხი
40 გრ კარაქი
100 მლ რძე
1/3 ჩ/კ ტკბილი პაპრიკა
3 ჩ/.კ ქათმის სანელებლები
მარილი ,შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
მოცემული ინგრედიენტები დავაბლენდეროთ და დავუმატოთ სანელებლები .მზა მასა 50 გრამობით შევფუთოთ ,თხელ საკვებ პოლიეთილენში. მიეცით სასურველი სიგრძე და ბოლოები კარგად დაუმაგრეთ ძაფით . ხარშეთ დაახლოებით,ადუღებიდან 15 წთ.
შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული გარნირთან ერთად ან შემოაცალოთ მოხარშულს პოლიეთილენი და შეწვათ .
გემრიელად მიირთვით.