24 Jun
24Jun

ჩანახი ხბოს ხორცით......
ხბოს ხორცი,ცხიმიანი.1.5 კგ.
ბადრიჯანი 4 ც
ბულგარული 2 ც მწვანე
ბულგარული 2 ც წითელი
სტაფილო 1 ც
ნიორი 6-7 კბ
თავი ხახვი 2 ც
პამიდორი წითელი 3 ც
კართოფილი 1 კგ
სახლის ტომატი.
ქინძი,რეჰანი.
აჯიკა,მარილი.
კარაქი
დავჭრათ ხორცი კუბებად.ცხიმიანი უნდა იყოს აუცილებლად.
ბადრიჯანი ნახევრად გავთალოთ და დავჭრათ კუბებად,ასევე კარტოფილიც კუბებად.
ბულგარულები,სტაფილო დავჭრათ ოდნამ მოგრძოდ.
ნიორი,ხახვი დავჭრათ წვრილად.
მწვანილები ცოტა უხეშათ დავჭრათ.
პამიდორი გავთალოდ და დავჭრად კუბებად.
ამ ყველაფერს დავასხათ აჯიკა.მარილი.ხმელი ქინძი.
ერთად ავურიოთ კარგად...
ქოთნებში გამოვუსვათ კარაქი და ჩავაწყოთ მასა..
თავზე თითო კოვზი პომიდორის სოუსი მოვასხათ.დავახუროთ თავი ან ფოლგა და შევდგათ გახურებულ ღუმელში 40 წუთში მზადაა..

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING