ხბოს ხორცის ჩაქაფული
მომზადება: ხბოს ხორცი 3-კგ, 3-პატარა კონა ქინძი, 3-პატარა კონა ოხრახუში, 5-კონა მწვანე ხახვი, 6-კბილი ახალი ნიორი,7-ცალი მწვანე წიწაკა,8-კონა ტარხუნა, 200-გრ მწვანე ტყემალი,ეს ყველაფერი დავჭრათ და ფენა -ფენა ჩავაწყოთ ქვაბში,დავასხათ 2ჩ /ჭ წყალი დავაფაროთ თავსახური და დავდგათ ნელ ცეცხლზე. (თუ უფრო წვნიანი გნებავთ მეტი წყალი დაასხით) გამორთვიდან 20-წუთით ადრე მოვაყაროთ მწვანე ტყემალი და დავასხათ 1ჩ/ჭ თეთრი ღვინო,მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით 👌👏👌