24 Jun
24Jun

ნახევრად ფენოვანი ცომი" ხაჭაპური"
500გრ.ფქვილი
200გრ.კარაქი
2 კვერცხი
300 გრ.მაწონი
1ჩ.კ სოდა და ცოტა მარილი.

კარაქი და ფქვილი ავსვრიმოთ ერთმანეთში,ფქვილისავით რომ გახდება დავამატოთ კვერცხი,მაწონი სოდასთან ერთად და მარილი,მოვზილოთ ნაზი ცომი.გავყოთ ორად და დავასვენოთ.
შიგთავსისთვის გამოვიყენე 5 ცალი მოცარელა და 1 ბერძნული ყველი ( 225 გრამიანი) კარგად მოვჭყლიტე,დავამატე 1 კვერცხი და მარილი.
პირველი ფენა გავათხელოთ,გადავანაწილოთ ყველი კარგად და ზემოდან მოვალაგოთ პატარ პატარა კარაქის ნაჭრები,დავაფაროთ მეორე ფენა და კარგად შევუხვიოთ გვერდები.თავზე მოვუსვათ 1 კვერცხის გული ცოტა მაწონთან არეული.ჩანგლით დავჩხვლიტოთ და გამოვაცხოთ

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING