24 Jun
24Jun


 უგემრიელესი  აჩმის რეცეპტი

მომზადება:7კვერცხი,400გრ ცივი წყალი მარილი 1ჩაის კოვზი და 100გრ ზეთი კარგად გავთქვიფოთ და შევაზილოთ ფქვილი რასაც შეიზელს(უნდა იყოს არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი ცომი)გავყოთ 7ტოლ ნაწილად და შევინახოთ მაცივარში დაახლოებით 40წუთი.

 ქვაბში წყალს+ მარილი და 50გრ ზეთი..

.ყველი იმერული 700გრ და 400გრ სულგუნი ერთად გადავზილოთ.

გავადნოთ 200გრ კარაქი და 50გრ ზეთი ერთად.

აჩმის საცხობ ფირფიტას,  წაუსვათ ცხიმი და დავაფინოთ გაბრტყელებული ცომი,დანარჩენი ცომი იხარშება, ბოლოს გარდა.(ცომს მდუღარე წყლიდან რომ ამოიღებთ ცხრილით, ცივი წყალი გადაავლეთ .ხელში ცოტა დაწურეთ და ისე დააფინეთ ცომს, რაც უფრო ბევრი ნაოჭი აქვს ,უფრო კარგია)მესამე და მეხუთე ფენის შემდეგ ვაყრით ყველს,(ცხიმს უსმევთ ყველა ფენაზე)ბოლო ფენას გადავუსვი არაჟანის ა და კვერცხის გულის ნაზავი.ვდგავ მაცივარში მთელი ღამე.გამოცხობამდე დავჭრათ ნაჭრებად....

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING