ტარხუნის ღვეზელი, გემრიელი, არომატული, ტარხუნის შუშხუნა გემოთი
მოგესალმებით ლამაზებო, ინტერესიანებო , თბილებო და მარჯვეებო . მოგართვით გემრიელი და ძალიან ლამაზი ტარხუნის ღვეზელი .
მაშ ასე : გულსართი : მოვწვათ ზეთში ორი ცალი დიდი ხახვი , დავამატოთ დაჭრილი 2 კონა მწვანე ხახვი , ცოტა ხნის შემდეგ 4 კონა დაჭრილი ტარხუნა , დავამატოთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული და გაწურული 1,5 ჭიქა ბრინჯი, ერთი წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე , ამოვურიოთ , დავამატოთ
მარილი და წიწაკა გემოვნებით და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ( ეცადეთ ტარხუნის დამატების შემდეგ მალე გადმოდგათ , რომ ტარხუნა არ ჩაკვდეს შიგ) .
აიღეთ სომხური ლავაში , ეს გამზადებული გულსართი ჩადეთ შიგ , გადაახვიეთ რულეტივით და ჩადეთ ცივ ფორმაში . (ფორმას წინასწარ წაუსვით კარგად კარაქი ან მარგარინი .) ლავაშს გვერდებზე და თავზე მოუსვი თხელ ფენად მაიონეზი და შემდეგ თავზე კვერცხის გული . უგემრიელესია, ამის შემდეგ სხვა ფორმით აღარც გაამზადებთ, იმდენად მომზიდველი და კომფორტულია მირთმევის დროს .
მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად.