ფუმფულა და ჰაეროვანი" ჰამბურგერის პურები"
1)პატარა ჯამში ჩავასხი ერთი ჭიქა თბილი რძე+3 ჩ/კ საფუარი+1ს/კ შაქარი+2ს/კ ფქვილი.გავხსნათ კარგად და ვაცადოთ აფუება.
2) დიდ თასში მოვათავსოთ გაცრილი ფქვილი ,დაახლოებით 6 ჭიქა ( მეტი თუ დაგჭირდებათ დაამატებთ)+ 1ჩ/კ მარილი+ ამოფუებული საფუარი+3 კვერცხი(მსუბუქად გათქვიფეთ,ერთის გული შეინახეთ ზემოდან წასასმელად) +3ჭიქა თბილი წყალი და მოზილოთ ცომი .ზელვის პროცესში ხელით ვამატებდი, დაახლოებით 1ს.კ ზეთს(სულ 3ს.კოვზი გამოვიყენე) და კარგად მოვზილე(ფქვის ნუ დაამატებთ)ზეთიანი ხელით კარგად იზილებ.,სასიამოვნო,მკვრივი და ელასტიური ცომი მივიღე,შემდეგ შევფუთოთ და სითბოში დატოვეთ ასაფუებლად,როდესაც აფუვდება ერთხელ ჩაზილეთ ზეთიანი ხელით,მეორედ რომ ამოვა ,ისევ ზეთიანი ხელით ჩაზილეთ და ამოიღეთ სასურველი ზომის გუნდები(70 გრ).ხელით კარგად დაამრგვალეთ და დადეთ საცხობ ფირფიტაზე .კიდევ დააცადეთ ცოტა ხანი ამოფუვდეს.შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული+1ჩ.კოვზი ზეთი+1ჩ.კოვზი რძე .მოაყარეთ სეზამის მარცველები ზემოდან .შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ მანამ, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება
შედეგით კმაყოფილი დარჩებით თქვენც და ბავშვებიც