25 Jun
25Jun

არომატული ვაშლის ჯემი, რომელიც ყველას მოგეწონებათ
გაგიზიარებთ ვაშლის ჯემის რეცეპტს ჩემო კარგებო, ყურადღებიანებო და მარჯვეებო.
გარეცხილი ვაშლი გავთალე , დავჭერი წვრილ ნაჭრებათ , ავწონე და გადავიტანე თუჯის ქვაბში, 5 კგ ვაშლი იყო დაჭრილი , დავაყარე 3 კგ შაქარი და დავასხი 100 გრ კარგი ძმარი , დავტოვე მანამ , სანამ დაჭრილი ვაშლი თავის წვენში არ აცურდა, შემდეგ დავდგი საშუალო ცეცხლზე , დავახურე თავზე, მალ-მალე ვურევდი, იხარშება მალე, ყურადღება მიაქციეთ არ უნდა გაგიმუქდეთ, დავამატოთ ერთი ცალი გახეხილი ლიმონი და ვანილი ცეცხლიდან გადმოდგმამდე 5 წუთით ადრე. ცხელივე გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში.
ისეთი გემრიელი და კარგი კონსისტენციისაა მისწრებაა პეროგებში და რულეტებში.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით .

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING