23 Jun
23Jun

ჟოლოს მურაბა( ნონაკო ლაშხიას რეცეპტებიდან)
მხოლოდ დავაწურე 1ლიმონის წვენი.
გადასარევი ფერი აქვს ხასხასაა


მოვედი ჩემი ტკბილი ჟოლოს მურაბით, ასე ტკბილად გვეცხოვროს მთელი ცხოვრება 🥰❤️🥰

4-კილოგრამ ჟოლოს დავაყარე 4-კილოგრამი შაქარი, მთელი ღამით დავტოვე და ხშირი მორევით დავადნე შაქარი სრულად. გადავიტანე გასტერილებულ ქილებში. ქვაბში ჩავაფინე ჩაის ტილო, ჩავაწყვე სავსე ქილები და უბრალოდ დავადე ზემოდან ხუფები. წამოდუღებიდან გავაჩერე 20-წუთი, ამოვალაგე და კარგად დავუჭირე ხუფები. შევფუთე და რომ გაცივდება გადავიტან გრილ კარადაში.

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING