თეთრი ბლის მურაბა
ბალი გავრეცხოთ და დავკურკოთ. უკვე დაკურკული 2.800კგ ბალს ჭირდება 2.800 კგ შაქარი. დაკურკული ბალი ჩავყაროთ ყინულიან წყალში 15-20 წთ. შემდეგ გადავწუროთ დავაყაროთ შაქარი გავაჩეროთ 2საათი. დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ადუღებიდან 15 წთ. შემდეგ გავაციოთ და 20წთ ვხარშოთ. რომ გაცივდება ბოლოს დავჭრათ 1 ცალი ლიმონი რგოლებად ჩავალაგოთ მურაბაში და ვხარშოთ სანამ კარგი ქარვისფერი არ იქნება(დასჭირდა დაახლოებით ნახევარ საათამდე) ბოლოს მოვაყაროთ ვანილი. ჩავასხათ ცხელ_ცხელი მშრალ ქილებში.