24 Jun
24Jun

ფორთოხლის კანის მურაბა ,გემრიელი  და არომატული
ფორთოხალი გავრეცხე ჯაგრისით კარგად , დავჭერი განივად ნაჭრებად , მრგვალი ნაჭერი გავჭერი 
შუაზე , შემოვაჭერი კანი , მაქსიმალურად ავათალე თეთრი მასა რბილობსა და კანს შორის , დავახვიე რულეტივით და ავაცვი ნემსით თეთრ ძაფზე .
ფორთოხალი იყო ექვსი ცალი დიდი ზომის .
მთელი დღის მანძილზე ოთხჯერ გამოვუცვალე ცივი წყალი , მეორე დღეს დავასხი წყალი და ვადუღე 20 წუთი, გავაცივე , გადავღვარე წყალი და თავიდან ახალ წყალში ისევ ვხარშე 20 წუთი , ისიც რომ გაცივდა , თავიდან ახალ წყალში ისევ 20 წუთი.
ნახევარ კგ. შაქარს დავასხი ნახევარი ლიტრი წყალი და მოვადუღე სიროფი . ცხელ სიროფში ჩავდე აცმული ფორთოხლის კანები და გავაცივე შიგ , შემდეგ ვხარშე 40-45 წუთი . სიროფი შესქელდა, დახვეული ფორთოხლის კანები ჩაბუჟბუჟდა სიროფში და ისეთი გემრიელი გამოვიდა მოლოდინს გადააჭარბა. 
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. ძალიან კარგი იქნება კექსებში და პეროგებში .

ფორთოხლის რბილობით ცალკე მოვხარშე მურაბა, ერთ კგ შაქარს დავასხი 750 გრ წყალი და მოვადუღე სიროფი, ცხელი სიროფი დავასხი დაჭრილ ფორთოხლებს და ვაცადე სანამ არ ადუღდა , გავაჩერე გაციებამდე, შემდეგ გადავწურე და სიროფი ვადუღე 15 წუთი, ცხელი ისევ დავასხი ფორთოხლებს ,ისიც გავაცივე და გავწურე ასე მესამედაც . ამის შემდეგ ერთად მიახლოებით 25-30 წუთი დაჭირდა მოხარშვას . 
ამ მურაბითაც კმაყოფილი დავრჩი .

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING