" წიწაკის აჯიკია "
მაშ ასე დაგვჭირდება ერთი პორციისთვის:
🌶️5კილო საშუალო სიმწარის წითელი წიწაკა
🌶️300 გრ გარჩეული ნიორი
🌶️ერთი საშუალო ზომის ნედლი ქინძი
🌶️1ჩ ჭიქა უცხო სუნელი
🌶️1ჩ.ჭიქა ხმელი ქინძი
🌶️1ჩ.ჭიქა ხმელი ყვითელი ზაფრანა
🌶️ 1ჩ.ჭიქა მარილი.(ახლებური ღვინის ჭიქით)
🌶️800 მლ ზეთი
წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.ნედლი ქინძი გავატაროთ.გადავიტანოთ მოზრდილ ჯამში. დავამატოთ სუნელები მარილი და აურიოთ კარგად.ქვაბში ჩავასხათ ზეთი და წამოვადუღოთ ჩავამატოთ გატარებული წიწაკა და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 20წთ.(მე ასპირინს ვამატებ, შეგრილებულს და ვასხავ ბანკებში.თუ ასპირინს არ ხმარობთ დადგით რამდენიმე დღე დაიდუღებს და მერე ჩაასხით ბანკებში და კიდევ თუ ძალიან მწარე წიწაკაა ,ორი კილო წითელი ბულგარულით ჩაანაცვლეთ. უგემრიელესია😋😋😋