23 Jun
23Jun

ვარდისფერი ტორტი

 მასალა ბისკვიტისთვის: 

💓კვერცხი-2ც
💓 ფქვილი-250გრ
💓 შაქარი-300გრ
💓 ვანილი
💓 მწიკვი მარილი
💓 რძე-280მლ
💓 ძმარი-1 ს/კ
💓 სოდა-1 1/2 ჩ/კ
💓 კაკაო-55 გრ
💓 ზეთი-60 მლ
💓 კარაქი-60 გრ 🥣 მომზადება: ფქვილს შეურიოთ მარილი, სოდა, კაკაო, შაქარი. ჩავამატოთ კვერცხი, რძე, ვანილი, ზეთი, რბილი კარაქი. ვთქვიფოთ 3-4 წუთი. ბოლოს კი დავამატოთ ძმარი. ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოშრობამდე.
💓 კრემისთვის: მოუხარშავი შესქელებული რძე-1ქილა
💓 წყალი ან რძე -იმდენი რომ მასა გახდეს შესქელებულ რძესთან ერთად 1 ლიტრი.
💓 ფქვილი-8 ს/კ
💓 კარაქი-300 გრ
ვანილი
💓 გელის წითელი ან ვარდისფერი საღებავი.
💓 მოხ. შესქელებული რძე-200გრ
💓 მარწყვის ჯემი-გემოვნებით
💓 ბეზე- რამოდენიმე ( გულსართისთვის)
💓 კრემი: მოვხარშოთ ფაფა, შევაგრილოთ და შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქს, დავამატოთ ვანილი. კრემი გავყოთ ორად. ერთს დავამატოთ საღებავი.
💓 აწყობა: ბისკვიტი გავყოთ 4-ად. დავნამოთ მარწყვის სიროფით. პირველ ფენას ბისკვიტის კიდეებზე კონდიტერის ტომრით დავადოთ თეთრი კრემი, შუაგულში წავუსვათ მოხ.შესქელებული რძე და მოვაყაროთ დაფხვნილი ბეზე.დავფაროთ მეორე ფენით, დავადოთ ირგვლივ ისევ თეთრი კრემი და შუაგულში მარწყვის ჯემი, დავფაროთ მესამე ფენით, დავადოთ ირგვლივ თეთრი კრემი, შუაგულში მოხ.შესქელებული რძე და ბეზე, დავფაროთ ბოლო ფენით. ტორტი მთლიანად დავფაროთ თეთრი კრემის თხელი ფენით და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 1 საათი. შემდეგ კი დავფაროთ ვარდისფერი კრემით და გავაფორმოთ სურვილისამებრ. მარწყვი მქონდა მზად დეკორისთვის, მაგრამ მარწყვი ვერ დავინახე ამ ტორტში და დავტოვე ასეთი ნაზი და სადა.გისურვებთ წარმატებებს! ❤️🌹













კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING