23 Jun
23Jun

შოკოლადის და მარწყვის ტორტის "მიქსი"...ორი ტორტის გაერთიანების იდეა წარმატებული აღმოჩნდა !!!...❤....მე შევძელი ოჯახის ყველა წევრის სურვილის დაკმაყოფილება !!!...❤
ბედნიერი შაბათ- კვირა თქვენ !!!...❤

მაშ ასე ტორი "ორი ერთში"... ☺

1. ბისკვიტი შოკოლადის ტორტისთვის:
გსმოვაცხვე ორი 6 კვერცხიანი კლასიკური ბისკვიტი ცალ-ცალკე ...
6 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფოდ მანამ,სანამ დანით მოსაჭრელი არ გახდება,ნელ-ნელა დავამატოდ 6 სუფრის კოვზი შაქარი,ვთქვიფოდ კარგად,დავამატოდ სათითაოდ 6 კვერცხის გული,კიდევ ვთქვიფოდ კარგად,ბოლოს დავამატოთ 4 სუფრის კოვზი პურის ფქვილის და 2 სუფრის კოვზი კაკაოს ნარევი, ფრთხილად სილიკონის კოვზით ,გამოვაცხოთ საცხობქაღალდ
ჩაფენილ 24 სმ. დიამეტრის მქონე ფორმაში,წინასწარ გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე,დაახლოებით 40 წუთი.

ასეთივე პრინციპით გამოვაცხოთ ბისკვიტი მარწვბის ტორტისთვის,მე გამოვაცხვე 8 კვერციანი და შემდეგ გავჭერი შუაზე...
დასანამი სირიფი შოკოლადის ტორტისთვის:

250 მლ. წყალი,250 გრ. შაქარი, 3 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა მოვადუთოთ სიროფი,დავუმატოთ ვანილი და კონიაკი

დასანამი სირიფი მარწყვის ტორტისთვის:

2 კგ. მარწყვს დავაყაროთ შაქარი ფენა ფენა ,ბლომად,გამოსული წვენით მოვადუღოდ სიროფი,დავუმატოდ ვანილი,კონიაკი...

გამოყენებული კრემები:

1. კრემი "შარლოტა":

2 კვერცხის გული, 2 ჭიქა (200 გრ ) შაქარი ,200 მლ.. წყალი,ნახევარი ქილა შესქელებული რძე,4 სუფრის კოვზი ყავა ხსნადი,ცოტა მარილი,მოვადუღოთ კრემი სქელძირიან ქვაბში

2. მოხარშული კრემი

4 ჭიქა რძე 8 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,16 სუფრის კოვზი შაქარი,მარილი,მოვადუღოთ სქელძირიან ქვაბში,რომ გაცივდება დავამიქსეროთ.

3. კრემი "ბომბი"
2 ჭიქა რძე,2 ჭიქა შაქარი, 6 სუფრის კოვზი ფქვილი, 6 სუფრის კოვზი კაკაო,ცოტა მარილი,მოვადუღოთ კრემი,გამივრთოდ და ცხელშივე ჩავაგდით 200 გრამი კარაქი და მუდმივი მორევუთ გავადნოთ,დავუმატოთ ვანილი.

4. ცივი ჯრემი

1 ქილა შესქელებული რძე ,200 გრ. ათქვეფილი კარაქი,ვანილი,კონიაკი...
კრემ "შარლოტა"-ს დავამატე 300 გრ.ათქვეფილი კარაქი,ვანილი,კონიაკი და მიხარშული კრემის ნაწილი... გამოვიყენე ბისკვიტებს შორის წასასმელად... შოკოლადის ტორტს შუაში მოვაყარე 100 გრ. დაჭრილი ნიგოზი, მარწყვის ტორტს 1,5 კგ. მარწყვი...
კრემი "ბომბი" გამოვიყენე ტორტის შესაფუთად...

ცივი კრემი და დარჩენილი მოხარშული კრემი შევურიე ერთმანეთს დავუმატე ვანილი ,კონიაკი ,ხსნადი ყავა,კაკაო,გამოვიყენე მოსართავად...აქ კრემი მოგთხოვთ ათქვეფილი კარაქის დამატებას,ფიგურების უკეთ დასასმელად,მე ჯამში გამოვიყენე 800 გრ. კარაქი "პრეზიდენტი" და თვალით გადავანაწილე ,რომელ კრემში რამდენი დამჭირდებოდა...
ტორტი მოვრთე შეგნებულად ცოოტა "ძველმოდურად"... მსურდა კლასიკური ტორტი გამეკეთებინა ... მგონი გამომივიდა...🙂


კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING