ფერადი ხილის ტორტი
🌟ბისკვიტისთვის გვჭირდება :
- 🌹4 ცალი კვერცხი (L)
- 🌹130 გრ შაქარი
- 🌹8 გრ ვანილი
- 🌹120 გრ ფქვილი
- 🌹25 გრ სახამებელი
- 🌹1 პატარა კოვზი გამაფხვიერებელი
- 🌹40 მლ რძე
- 🌹20 მლ ზეთი
ამოვიყვანოდ ცოტათი კვერცხი, დავამატოდ შაქარი + ვანილი და ამოვიყვანოდ გათეთრებამდე,
შემდეგ შევაზილოდ ფქვილი + სახამებელი + გამაფხვიერებელი,
ბოლოს კი რძე და ზეთი.
ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსსზე 35-40 წუთი.
ბისკვიტი გამოდის ძალიამ ჰაეროვანი, და ფაფუკუ, ტორტისთვის არაჩვეულებრივი და ძალიან გემრიელი არის. არც იფშვნება და რაც ნთავარია ფორმას ინარჩუნებს.
⭐️კრემისთვის გვჭირდება :
- 🌺 600 გრ თეთრი შოკოლადი
- 🌺 220 მლ ნაღები ( 35% ზე მეტი ცხიმიანობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაღები ძალიან თხევადი რჩება და არ ამოდის).
თეთრი შოკოლადი დავყოთ პატარა ნაწილებად, ნაღები დავდგად ცეცხლზე და მივიყვანოდ ადუღებამდე, უკვე ცხელი, დავასხად შოკოლადს, ვურიოდ მანამდე სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება, დავაფაროდ თავზე და მოვათავსოდ მაცივარში დაახლოვებით 3 საათი. ძალიან რომ გაცივდება ეს მასა მკვრივდება.
გამოვიღებთ მაცივრიდან და ამოვიყვანთ მიქსერით, დავამატებთ ცოტა ვანილს და ჩვენი კრემი მზად არის.
მინდა გითხრათ რომ, მიუხედავად იმისა რომ შოკოლადით არის გაკეთებული, ძალიამ გემრიელი კრემი არის, ძალიან ფაფუკი, და არ არის ძალიან მსუყე.
გულსართისთვის გამოვიყენე მარწყვი და ატამი, და დასანამათ ატმის კომპიტის წვენი.