" მთვრალი ალუბალი "
მაშ ასე,მოსამზადებლად საჭიროა ,
ბისკვიტი:
კვერცხი 6ც
კაკაო 4ს/კ
შაქარი 350გრ
გამაფხვიერებელი 0.5ჩ/კ
ფქვილი 250გრ
კრემი :
შესქელებული რძე 430მლ
კარაქი 350გრ
შიგთავსი :
ბალი
კონიაკი 0.5ჩ/ჭ
შოკოლადის გლაზური :
ნაღები 180გრ
შოკოლადი 150გრ
კარაქი 25გრ
შაქარი 25გრ
მომზადება :
ავთქვიფოდ კვერცხი და დავუმატოთ შაქარი, ასევე მშრალი ინგრედიენტები, კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი, მიღებული მასა მოვათავსოთ 24სმ ფორმაზე, და გამოვაცხოდ 160-170°ზე 50წთ დაახლოებით,გაყინული ბალი გავალღოთ, დავუმატოთ კონიაკი; და დავაყოვნოთ,ბოლოს კი მზა კრემში დავუმატოთ, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ შაქრის პუდრა, კრემის მოსამზადებლად, ავთქვიფოდ ოთახის ტემპერატურის კარაქი და დავუმატოთ შესქელებული რძე, , გამომცხვარ ბისკვიტს, გავჭრით შუაზე ,ბისკვიტის ერთ ნაწილს ,წავუსმევთ კრემს ბლომად, ხოლო მეორე ნაწილიდან ამოვჭერი რკალი; ეს რკალი დავადევი ბისკვიტს, ხოლო ამოჭრილი ბისკვიტი, დავფშვენი, და კრემს მოვაყარე დაფშვნილი ბისკვიტი, შუა ნაწილზე ,მოვამზადე შოკოლადის გლაზური, და რკალზე ,ირგვლივ გადავანაწილე, გვერდებზეც მოვრთე ,დაფშვნილი ბისკვიტით, უგემრიელესია ❤