ტორტი შოკოლადის კრემითა და ნიგვზით
გამოვაცხე 3ც 5 კვერცხიანი ბისკვიტი
🍰ბისკვიტი-1----5კვერცხი
🍰5 ს.კ შაქარი
🍰5 სკ.ფქვილი
🍰1 ჩ.კ არაყი
🍰მწიკვი მარილი
საცხობი ფორმა 27 დიამეტრი --ძირზე ვაფანეთ კალკას და გვერდებზე ვუსმევთ ზეთს და ვაყრით ფქვილს, ზედმეტ ფქვილს ჩამოვფერთხავთ.
კვერცხის ცილას მარილს და არაყს ვთქვეფავთ იმ დონემდე თითქოს აიჭრა მასა, დავამატოთ თითო კოვზი შაქარი და ვთქვიფოთ სანამ არ გადნება, ჩავამატოთ სათითაოდ კვერცხის გულები და ვთქვიფოთ10-15წთ, შემდეგ დავამატოთ თითო კოვზი 2ჯერ გაცრილი ფქვილი ხის ან სილიკონის კოვზით ამოვურიოთ ფრთხილად ქვემოდან ზემოთ-(დიდხანს არ ურიო) ჩაასხით ფორმაში და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე 25-30 წთ-ის განმავლობაში. ასევე ვაცხობთ მე2 და მე 3 ბისკვიტსაც.
🍰კრემი-1---ფენებს შორის კრემი
🍰კრემი----1 ლ თბილ რძეში გავხსნათ 2ჩ.ჭ (200გრიანი) ფქვილს+2 ჩ.ჭ შაქარი, მოვადუღოთ ფაფა, ცხელსივე ცავადნოთ 200-300 გრ შოკოლადი და რომ გაცივდება შევათქვიფოთ წინსაწარ გათქვეფილი 300-350 გრ კარაქი+ვანილი+1წვეთი რომის ესენცია, 3 ს.კ მოხარშული სგუშონი+1ს.კ ხსნადი ყავა. ბისკვიტები დავნამე შაქრიანი ხსნადი ყავით+კრემი+მსხვილად დაჭრილი ნიგოზი. გარედანა ტხლად შემოვლესე ფაფის კრემით, 3 საათის განმავლობაში გავაციე მაცივარში, შემდეგ ასევე თხლად შემოვლესე ნარების კრემით-300 მლ ცივი ნაღები გავთქვიფე კარგად და შევათქვიფე ცივი მოხარშული 4ს.კ. შედედებული რძე, მთელი ღე გავაჩერე მაცივარში და დილით მოვასხი მინანქარი, რომელიც მოვამზადე შემდეგნაირად
სარკისებრი მინანქარი
🍰240 გრშაქარი
🍰80 გრ წყალი
🍰80გრ კაკაო
🍰160 მლ ნაღები
🍰14 გრ ჟელატინი
🍰200 გრ შოკოლადი
🍰70 გრ წყალი ჟელატინისთვის
დავალბოთ ჟელატინი წყალში 15-20 წთ. შაქარს დავასხათ წყალი და დაბალ ცეცხლზე ავადუღოთ, ჩავაცრათ კაკაო და ვურიოთ, პარალელურად გავაცხელოთ (არ ავადუღოთ) ნაღები და შევურიოთ ჟელატინი, შემდეგ ეს მასა გავაერთიანოთ კაკაოიან (ქურიდან გადმოვდგათ) ცხელ მასასთან მოვურიოთ კარგად, გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და დავაბლენდეროთ, კონტაქტურად დავაფაროთ საკვები ცელოფანი და 24 საათით მოვათავსოთ მაცივარში.
პ.ს. მინანქარი გამოყენების წინ ორთქლის აბაზანაზე გავაცხელე და ჩავადნე 200 შოკოლადი, ცივ ტორტს მოვასხი შეგრილებული (28-30 გრადუსი) მინანქარი.